Friday, September 29, 2017

სასწავლო პროექტი - ბებიაჩემის მეტყველება


პროექტის სახელწოდება: ,,ბებიაჩემის მეტყველება“
პროექტის მთავარი იდეა/თემა:  
·         ერთი ადამიანის მეტყველებაზე ყურადღების გამახვილება
·         ცნება იდიოლექტი
·         დიალექტი-ცოცხალი მეტყველების უნივერსალური ფორმა
პროექტის აქტუალობა:
საქართველოს ყველა კუთხეში ლამაზი ქართული ენის სიცოცხლის აქტუალობა, იმ სიტყვებისა და გამოთქმების შეგროვება, რომლებსაც ჩვენი წინა თაობა ყოველდღიურ მეტყველებაში იყენებს, ოჯახებში, სოფელში გავრცელებული იდიოლექტური ფორმების ჩაწერა, დახარისხება, ლექსიკონის შექმნა.ქართული ენის დიალექტი ხომ ისეთი ვარიაციაა, რომელიც ყოველდღიურად შეიძლებაშიეცვალოს, შეიძნოს ან დაკარგოს სიტყვები
პროექტის მიზნები:
მოსწავლეებმა დაინახონ ორგანული კავშირი ქართულ სალიტერატურო ენასა და ცოცხალ მეტყველებას შორის, განუვითარებათ მირებული თეორიული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევები,ინტერვიუს აღება, ჩანაწერის გაკეთება,მოპოვებული მსალის დამუშავება ისტ-ის გამოყენებით, ლექსიკონის შექმნა, ტანამშრომლობითი უნარ ჩვევების განვითარება

მონაწილეთა ასაკი: მე-12 კლასის მოსწავლეები
ვადები/ხანგრძლივობა:  3 თვე
მოსალოდნელი შედეგები:
პრეზენტიაცია იდიოლექტის შესახებ
სოფელ თაბაგრებში გავრცელებული იდიოლექტების ელექტრონული ლექსიკონი
ინტერვიუები-ვიდეორგოლი
პრეზენტაციები (იდიოლექტის სხვადასხვა ჯგუფები )
მასალა პროექტის შესახებ გამოქვეყნდება ბლოგზე.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, ინტერნეტი, ციფრული კამერა, პროექტორი, ფორმატისა და თაბახის ფურცლები, მარკერები,
პროექტის მსვლელობა, ძირითადი აქტივობები:
მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა
მოსწავლეების მიერ ძირითადი კითხვების ჩამოყალიბება საკითხის ირგვლივ
თეორიული მასალის გაცნობა პრეზენტაცია მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეებთან

 ორგანიზაციული სასკითხები:
  • ფუნქციების განაწილება(მასალას აგროვებს ყველა, იწერს დიალექტურ ფორმებს,იდიოლექტებს)
  • ჯგუფებად დაყოფა-იდოლექტების ხარისხის მიხედვით.
  • შესრულებული სამუშაოების ეტაპებად დაყოფა და ვადების განსაზღვრა.

მუშაობის დაწყება: მოსწავლეები ჩაიწერენ სოფლის უხუცესი წევრებისაგან იდიოლექტურ ფორმებს, შეადგენენ გეგმას, მასალას დაახარისხებენ და შექმნიან ელექტრონულ ლექსიკონს)
აიღებენ ინტერვიუს სოფლის უხუცესი წარმომადგენლებისაგან და მოამზადებენ ვიდეორგოლს.
ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ქართული, ისტ, ისტორია
ქართული ენა და ლიტერატურა:ქართული ენის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლა, მასალის მოძიება და სათანადოდ დამუშავება, კვლევის, ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარი
ისტ- ინტერნეტ რესურსების გამოყენება, ვიდეოების დამზადება
ისტორია:ერის  ისტორიულ განვითარებასთან ერთად ხდება ენის განვითარებაც.ამა თუ იმ სიტყვის ეტიმოლოგიის კვლევისათვის საჭიროა ისტორიის ცოდნა.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
12.1 მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე
12.4 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისთვის
  • წინასწარ ამზადებს პრეზენტაციას (განსაზღვრავს პრეზენტაციის ხანგრძლივობას, არჩევს მთავარ სათქმელს, ამზადებს ვიზუალურ მასალას, ალაგებს მას პრეზენტაციის თანამიმდევრობის შესაბამისად და ა.შ.);
  • გადის რეპეტიციას მეგობრების, ოჯახის წევრების ან სარკის წინ (ინიშნავს დროს, ვარჯიშობს მახვილისა და ინტონაციის, მიმიკის მოდიფიცირებაში);
  • პრეზენტაციამდე ეცნობა აუდიტორიას და შეაქვს ცვლილებები აუდიტორიის ცოდნის დონის, ასაკის, ინტერესების გათვალისწინებით;
  • პრეზენტაციის შინაარსის შესაბამისად ახდენს ხმის მოდულაციას (მნიშვნელოვან იდეას / აზრს წარმოთქვამს ნელა, ხმამაღლა და შეიძლება დამარცვლითაც, იყენებს ლოგიკურ მახვილებს);
  • პროექტის ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლამდე აკეთებს პაუზას და მიმართავს აუდიტორიას, აქვთ თუ არა შეკითხვები პროექტის ამ ნაწილთან დაკავშირებით;
  • ზეპირი გამოსვლისთვის წინასწარ ამოიწერს ბარათებზე მნიშვნელოვან ფრაზებს, მონაცემებს ან ძირითად თეზისებს, რომლებიც ეხმარება პრეზენტაციის თანამიმდევრულად წარმართვაში;
  • პრეზენტაციისას ინარჩუნებს მხედველობით კონტაქტს. 


  1. პროექტის ხელმძღვანელი - თამარ კვანტიძე.
  2. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა - tamar.kvantidze@gmail.com
  3. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: tamarkvantidze.blogspot.com










No comments:

Post a Comment