Saturday, February 17, 2018

ქართული ენისა და ლიტერატურის წრის სამუშაო შეხვედრა #2



სლაიდ შოუ-ტექსტის სხვადასხვა სახეობა



თემა:სხვადასხვა სტილის ტექსტების განხილვა, მათი თავისებურებები
მიზანი: განასხვავაონ სამეტყველო და წერილობითი ტექსტის ტიპები ერთმანეთისაგან,შეძონ თავადაც შექმნან სხვადასხვა სტილის ტექსტი
შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი შეხვედრის თემა და მიზანი შემდეგ ვაჩვენე სლაიდ შოუ, ტექსტის სხვადასხვა სახეობების შესახებ, რომელზედაც კონკრეტულად არის ნაჩვენები თითოეული ტიპის ტექსტის მახასიათებლები.
  თეორიული მსალის განხილვის შემდგომ მოსწავლეებმა გააკეთეს სავარჯიშოები, მათ დავურიგე ფურცლებზე დაბეჭდილი ტექსტის მონაკვეთი, მოსწავლეებმა ინდივიდუალურად შეასრულეს დავალება, იმსჯელეს და არგუმენტებით დაასაბუთეს თავიანთი მოსაზრებები.
  წრის წევრები დავყავი 5 ჯგუფად, შემდეგი მეცადინეობისათვის ჯგუფებს დაევალათ თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინოს ტექსტის სხვადასხვა სახეობით ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მუშაობის მიზანი.(მხატვრული, პუბლიცისტური, სასაუბრო, ოფიციალურ-საქმიანი, სამეცნიერო)
 დასასრულს, შევაჯამეთ მეცადინეობა კითხვების მეშვეობით კიდევ ერთხელ განვამტკიცებინე მოსწავლეებს ახალი მასალა.






No comments:

Post a Comment