- პროექტის სახელწოდება- "ქართული მარტო ენაა?? ქართული ქართველთ რწმენაა"
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით - ჩვენ ერს ქართული ენის სახით უდიდესი საუნჯე აქვს და მას თითოეული ჩვენგანი უნდა გაუფრთხილდეს, ქართული ენა დღეს დაუცველია, მოსწავლეები აგროვებენ მაღაზიებზე, ბილბორდებზე, ქუჩებში, განცხადებებში, სხვადასხვა წარწერებზე დაშვებულ შეცდომებს,იკვლევენ თუ რა გრამატიკულ პროცესს აქვს ადგილი.
- პროექტის აქტუალობა- პროექტი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ქართული ენა საშინლად არის დაბინძურებული, ჭარბობს ინგლისური წარწერები. თითოეული ქართველის მოვალეობაა დაიცვას ენის სიწმინდე და გაუფრთხილდეს მას.
- პროექტის მიზნები- მოსწავლეები აგროვებენ მასალას, სადაც გრამატიკული შეცდომებია, შეისწავლიან მათ, დაადგენენ გამომწვევ მიზეზებს და დასახავენ გეგმას როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი შემთხვევები.
- მონაწილეთა ასაკი- საშუალო საფეხური, XI-XII კლასები.
- ვადები/ხანგრძლივობა- 1სემესტრი(ეს დრო დასჭირდება მასალების მოპოვებას,თავმოყრას და გაანალიზებას)
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას- მოსწავლეები მუშაობის პროცესში გაიღრმავებენ თეორიულ ცოდნას, დაადგენენ ენის მიდრეკილებას ცვალოს სიტყვა სიმარტივისაკენ. ნაპოვნ შეცდომებს არამარტო გაასწორებენ, არამედ სხვებსაც მოუწოდებენ მართლწერისა და მართლმეტყველებისაკენ. რადგან "ხალხია ენის კანონის დამდები" ერთად უნდა დავიცვათ ქართული ენის სიწმინდე და უფლებები.მოსწავლეები გააკეთებენ გამოფენას, წარმოადგენენ მოპოვებულ მასალას, გამართავენ პრეზენტაციას.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი- ფოტოაპარატი, რათა მოხდეს მასალის აღბეჭდვა ფირზე, გაკეთდება სლაიდები, სადაც მითითებული იქნება სწორი ვარიანტები და მცირე წესები.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)- მოსწავლეები ინდივიდუალურად აგროვებენ ინფორმაციას, მოაქვთ კლასში, ქმნიან ჯგუფებს, აჯამებენ ჯგუფურად მასალას, ახარისხებენ, გამოყოფენ მთავარს და მეორეხარისხოვანს.
- საგნებთნ /საგნობრივ ჯგუფებთან/ე.ს.გ-სთნ კავშირი- ქართ. XI. 1.ქართ. XII. 1ქართ. XII. 2. ქართ. XII. 14.
- პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)-თამარ კვანტიძე
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა-Tamar.kvantidze@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი- tamarkvantidze.blogspot.com
Saturday, August 25, 2012
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment