Saturday, February 2, 2013

სახელწოდება: ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ....

თემა: მოსწავლეები ადიშის ოთხთავის შესახებ ლეგენდას დააკავშირებენ მის მეცნიერულ ვარიანტებთან, სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნახავენ ოთხთავის დედანს, იქვე ჩაატარებენ პროექტის პრეზენტაციას.


პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც სვანეთის მოსახლეობა ამაყობს იმით, რომ მათთან ინახება უძველესი ხელნაწერი მაგრამ სამწუხაროდ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის მისი წარმომავლობის შესახებ. რა ძეგლზეა საუბარი, საიდან მოხვდა იგი სვანეთის პატარა სოფელ ჰადიშში, რომელი საუკუნისაა, რაოდენ მნიშვნელოვანია ქართული ენისა და საერთოდ,  ქართული კულტურის ისტორიისათვის.

No comments:

Post a Comment